Thursday, January 27, 2011

ეპიგრაფიკა


ეპიგრაფიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვა, ლითონი, ხე, მინა, ძვალი, კერამიკა...) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენ

ტებს,


 სახელმწიფო მეთაურთა სამხედრო, პოლიტიკური და იდეოლოგიური გამარჯვებების პროკლამაციებს, დიდ მშენებლობათა ქრონოლოგიას; მეორე ჯგუფში შედის წარწერები პრქტიკული დანიშნულების ნივთებზე, რომლებიც ასახავენ სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებას, ნივთების დანიშნულებას, მათი მფლობელის, ან ოსტატის ვინაობას.

ეპიგრაფიკა შეისწავლის წარწერათა როგორც გარეგნულ მხარეს, ისე მათ შინაარსს. ბევრ შემთხვევაში მხოლოდ ეპიგრაფიკის წყალობით გახდა შესაძლებელი ამა თუ იმ მკვდარი ენისა და მთელი ცივილიზაციების აღმოჩენა. ეპიგრაფიკის დიდ მნიშვნელობას განაპირობებს წარწერისა და შესასწავლი მოვლენის თანადროულობა, ქრონოლოგიური განსაზღვრულობა, ძეგლის ენის სიახლოვე ცოცხალ მეტყველებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკა ენის დოკუმენტირბული და დათარიღებული ისტორიისათვის, ისტორიული დიალექტოლოგიისათვის.

ეპიგრაფიკა წარმოიშვა აღორძინების ეპოქაში ანტიკურობისადმი და აღმოსავლური, კერძოდ ბიბლიური სიძველისადმი, ინტერესის აღმავლობასთან დაკავშირებით. მაგრამ მეცნიერული ეპიგრაფიკა მხოლოდ XIX ს.-ში ჩამოყალიბდა, როცა მეცნიერები შეუდგნენ ბერძნული და ლათინური წარწერების კორპუსების გამოსაცემად მომზადებას და როცა აღმოსავლეთის ქვეყნებში აღმოჩენილ პუბლიკაცია და გაშიფვრა წარმატებით დაგვირგვინდა.

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილის სახელთან, რომელმაც 1926 წ.-ს გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი — „ქართული პალეოგრაფია“.

No comments:

Post a Comment