ისტორია და ისტორიკოსები.


 პირველი პრიმიტიული ისტორიების შექმნა ადამიანმა პალეოლითის პერიოდში დაიწყო.ეს იყო ზეპირად შემონახული ამბები,რომლებშიც პირველყოფილი ტომების  წევრთა სხვადასხვა თავგადასავალი იყო მოთხრობილი.რომელიმე გამორჩეული მონადირის ანდა მეომრის სახელი ლეგენდის სახით თაობებს გადაეცემოდა.პირველყოფილი ადამიანი,ზეპირსიტყვიერების სახით,თაობიდან თაობას გადასცემდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
 ადამიანმა,დამცერლობის შეკმნასთან ერთად,ისტორიული მოვლენების ჩაწერა დაიწყო.პირველი ასეთი მატიანეები(ისტორიკოსები) ძველმა შუმერებმა და ეგვიპტელებმა შექმნეს,ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა კი განავითარეს. :)))))
   რომში კლასიკური ისტორიული ნაწარმოებების შექმნამდე ადგენდნენ ყოველწლიურ ქრონიკებს,რომელსაც "ანალებს" უწოდებდნენ.ამ ჩანაწერებში მოთხრობილი იყორომის პოლოტიკური ცხოვრების ძირითადი მოვლენები.მოგვიანებიტ რომაელებმა,ძველი ბერძნების მიბაძვით,პირველი მათიანეები შექმნეს,ამიტომაც ხშირად ბერძნები რომაელებს მიაძვაში სდებდნენ ბრალს.
    სამხედრო -ისტორიული ჟანრის თხსულებებიდან ყველაზე გამორჩეულია გიუს იულიუს კეისრის (100-44) ნაწარმოებები შეიძლება ჩაითვალოს.
    რომაელ ისტორიკოსთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ტიტუს ლივიუსს(ძვ. წ 59-ახ. წ 17).მას ეკუთვნის რომის ისტორიისადმი მიძღვნილი 142 ნაწილისგან შემდგარი მონუმენტური ნაშრომი-"რომის ისტორიის დაარსებიდან".


                                                       ბიოგრაფიები
    


ტიტუს ლივიუსი

ტიტუს ლივიუსი დაიბადა პატავიაში (პადუა) შეძლებულ ოჯახში. 28 წლის ასაკში იგი ჩავიდა რომში სადაც მიიღო კარგი განათლება და დაკავდა ისტორიითფილოსოფიით დარიტორიკით. მიუხედავად იმისა რომ იგი ოქტავიანეს მეგობარი იყო, ლივიუსი არ იღებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებს. ცხოვრების მიწურულს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა 17 წელს.



პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი

პუბლიუს (ან გაიუსკორნელიუს ტაციტუსი (ლათ. Gaius aut Publius Cornelius Tacitus) (56 - 117) რომაელი ისტორიკოსი. დაიბადა სავარაუდოდ სამხრეთ გალიაში, წარჩინებულ ოჯახში. განათლების მიღების შემდეგ შევიდა სახელმწიფო სამსახურში;ეკავა პრეტორისა და კონსულის თანამდებობები. 98 წ.გამოსცა ტრაქტატი:’’გერმანელების წარმოშობისა და გერმანიის ადგილმდებარეობის შესახებ’’.შემდეგში, 98-116 წლებში შექმნა თავისი ორი მთავარი ნაწარმოები ’’ისტორია’’ (Historiae)(14 წიგნისაგან შემდგარი,რომელიც მოიცავს 69-96 წწ. ამ წიგნებიდან დღესდღეობით შენარჩუნებულია I-IVთავები) ’’ანალი’’ (Annalium ab excessu divi Augusti)(16 წიგნისაგან შემდგარი რომელიც მოიცავს 14-68 წწ.)





აპიანე
აპიანე ალექსანდრიელი (ბერძნ. Αππιανός) (დაახ. 100 - 180) ბერძენი ისტორიკოსი.
აპიანეს ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა ალექსანდრიაში, შემდეგ მან რომის მოქალაქეობა მიიღო და რომში გადმოვიდა, სადაც ჯერ იმპერატორ ტრაიანეს ვექილი იყო, ხოლო მოგვიანებით კი იმპერატორის პროკურორი გახდა. წერა დაიწყო 160 წლამდე. მას ეკუთვნის ნაშრომი "რომის ისტორია" (Historia Romana) 24 წიგნად. ეს ნაწარმოები ასახავს რომის სახელმწიფოს გაფართოებას, მოთხრობილია იმ პროვინციების შესახებ, რომლებიც იმპერიაში შედიოდა, იმ თანმიმდევრობით, როგორც ისინი დაპყრობილ იყვნენ. ამრიგად ყოველი წიგნი წარმოადგენს სრულ ისტორიას შესაბამის პროვინციაზე და აქვს შესაბამისი სათაური. ჩვენამდე მთლიანად მოაღწია VI—VIII, XI—XVII წიგნებმა, ასევე IX წიგნის მეორე ნახევარმა. აპიანეს ისტორია ფასეული წყაროა, იგი ბევრ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო ზოგი ცნობები მხოლოდ მის წიგნებსი არის.






ერატოსთენე
ერატოსთენე (დაახლ. ძვ. წ. 276 ― გ. ძვ. წ. 194), ძვ. ბერძენი მეცნიერი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
დაიბადა ქალაქ კირენეში, განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში. კალიმაქეს სიკვდილის შემდეგ განაგებდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა "გრამატიკის" ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, გეოგრაფიით, ფილოსოფიით, მუსიკით. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. "ერატოსთენეს საცერი", დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. ერატოსთენეს ეკუთვნის ნაშრომები "ძველი კომედიის შესახებ" (12 წიგნად), "ქრონოგრაფიათა შესახებ" (9 წიგნად), "გეოგრაფია" (3 წიგნად). მისი ნაწერებიდან ნაწყვეტებია შემორჩენილი.






პლუტარქე
დაიბადა მცირე ქალაქ ქერონეაში, ბერძნულ რეგიონში - ბეოტია, შესაძლოა რომაელი იმპერატორი კლაუდიუსის მმართველობის პერიოდში. პლუტარქი ბევრს მოგზაურობს ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროში, მათ შორის ორჯერ რომში. მშობლების სიმდიდრის წყალობით 67 წლიდან პლუტარქს ფილოსოფიის, რიტორიკისა და მათემატიკის სწავლის შესაძლებლობა მიეცა ათენის აკადემიაში.
მას რამდენიმე გავლენიანი მეგობარი ჰყადა, მათ შორის სოსკიუს სენეციო, ფუნდანუსი და ლუციუს ფლორუსი, მნიშვნელოვანი სენატორები, რომელთაც პლუტარქმა რამდენიმე მისი ბოლო ნამუშევარი მიუძღვნა და მათ დახმარებით მან რომის მოქალაქეობა მიიღო. თითქმის მთელი ცხოვრება მშობლიურ ქალაქ ხერონეაში გაატარა, სადაც იგი 50 წლის ასაკში ბერძნული ღმერთი აპოლონის ქურუმი გახდა. თუმცა მისი მოვალეობანი, როგორც დელფიის ორაკულის აპოლონის ორი ღვთისმსახურის ზედამხედველისა (სადაც მას პითიას წინასწარმეტყველებათა ინტერპრეტაცია ევალებოდა), მისგან დიდ დროს არ ითხოვდა - ის აქტიურ სოციალურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა და უზარმაზარი რაოდენობის ნაშრომები აქვს შექმნილი.
მას დაწერილი აქვს ტრაქტატების მთელი სერია, ბერძნული ქალაქების ყოფაცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და რელიგიურ საკითხებზე. ამ ნაშრომებიდან ჩვენამდე საკმაოდ ცოტამ მოაღწია. ამის გარდა მას ეკუთვნის გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიები. ნაწარმოებების ქრონოლოგიურად დალაგება ძალიან რთულია. ამის გარდა მას მთელი რიგი პედაგოგიკური ნაშრომებიც ეკუთვნის, მაგალითად "როგორ უნდა უსმენდეს ახალგაზრდა პოეტებს", "როგორ უნდა ისარგებლოთ ლექციით" და სხვა. პლუტარქეს ინტერესთა სფეროში შედიოდა ფსიქოლოგიაც და რელიგიაც, ამ თემებზეც მას აქვს არაერთი ნაწარმოები. მის ნაშრომებში აღსანიშნავია "ბერძნული საკითხები" და "რომაული საკითხები" სადაც იგი განიხილავს სხვადასხვა წესჩვეულებების ჩამოყალიბების ისტორიას.
მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი ნაშრომებისა, პლუტარქე პოპულარული გახდა არა ეთიკური ნაწარმოებებით არამედ ბიოგრაფიებით. ამ ბიოგრაფიების წერისას იგი ხელმძღვანელობდა ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროებით, მაგრამ მისთვის მთავარი ისტორია კი არ იყო არამედ ადამიანთა პორტეტები, მათი ფსიქოლოგია, თუმცა ჩვენთვის ამ ბიოგრაფიებს ძალიან დიდი ისტორიული ფასეულობა აქვს, ვინაიდან იმ წყაროებიდან, რითაც პლუტარქე სარგებლობდა, ჩვენამდე ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია. ბიოგრაფიების წერით იგი ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული, მაგრამ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "პარალელური ბიოგრაფიები". ეს არის სახელგანთქმული ბერძნების და რომაელების წყვილწყვილად შედარებული ბიოგრაფიები. ზოგიერთი გმირები ძალიან ზუსტათაა დაწყვილებული, მაგალითად თეზევსი და რომულუსი რომის და ათენის დამაარსებლები, პირველი კანონმდებლები ლიკურგოსი და ნუმა პომპილიუსი, უდიდესი მხედართმთავრებიო და ლიდერები ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი. ბიოგრაფიების შემდეგ პლუტარქე წერს შედარებით დახასიათებას, მაგრამ ზოგ წყვილს ესეთი დახასიათება არ მოყვება. თავდაპირველად არსებობდა 23 წყვილი, მაგრამ ეპამინოიდი და სციპიონ აფრიკელი დაიკარგა.
პლუტარქემ მთელი ცხოვრება მიუძღვნა საზოგადო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, იგი ცდილობდა გაერღმავებინა ბერძნული კულტურის მნიშვნელობა. მისი ნაშრომები ანტიკური ხანისას და ბიზანტიის იმპერიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. XV საუკუნეში მისი ნაშრომები ლათინურად ითარგმნა და ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში.






პოლიბიუსი
ოლიბიუსი დაიბადა მეგალოპოლში აქაიის არისტოკრატიულ ოჯახში, მისი მამა ლიკორტი იყო აქაიის კავშირის თვალსაჩინო სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. მიდი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოთ იგი ძვ. წ. 205 - ძვ. წ. 200 წლებში დაიბადა. ადრეული ბავშვობიდან პოლიბიუსი დაკავსირებული იყო აქაიის კავსირის ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, რამაც განაპირობა მისი წარმატებული კარიერა.
პოლიბიუსის ბიოგრაფიაზე ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება, თვითონ ისტორიკოსი საკუთარ თავზე თითქმის არანაერ ცნობებს არ იძლევა.
აღზრდიდან და გარემოცვიდან გამომდინარე პოლიბიუსი მხარს უჭერდა აქაიის დამოუკიდებელ პოლიტიკას. იგი, როგორც მამამისი ეწინააღმდეგებოდა აქაიაში რომის გავლენის ზრდას.
ახალგაზრდა პოლიბიუსი ძვ. წ. 180 წელს შედიოდა ეგვიპტეში გასაგზავნი ელჩობების დელეგაციაში, თუმცა მგზავრობა ჩაისალა ეგვიპტის ფარაონის პტოლომეუს V-ს სიკვდილის გამო.
ძვ. წ. 169 წელს პოლიბიუსი დაინიშნა აქაიის კავშირის ჰიპაქოსად, ანუ გახდა აქაიაში მეორე კაცი. ამ დროს მესამე მაკედონური ომი მძვინვარებდა. პოლიბიუსი ცდილობდა დაემყარებინა კავშირები რომის მოკავშირეებთან და დიპლომატიური მისიით ჩავიდა მაკედონიაში რომაულ სამხედრო ბანაკში დახმარების შესათავაზებლად. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა აქაიის კავშირის ნეიტრალიტეტრი და დამოუკიდებლობა. ძვ. წ. 168 წელს, ეოდესაც რომაელებმა დაამარცხეს მაკედონია, აქაიამ და მთელმა საბერძნეთმა პრაქტიკულად დაკარგა დამოიკიდებლობა. პოლიბიუსი დააპატიმრეს მაკედონიის უკანასკნელი მიფესადმი სიმპატიის ბრალდებით და მძევლად წაიყვანეს რომში.
რომში პოლიბიუსმა გაიცნო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი ემილიანუს უმცროსი, რომელიც იყო ლუციუს ემულიუს პავლეს, მაკედონიის დამმარცხებლის შვილი და პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელის ნაშვილები შვილიშვილი. პოლიბიუსი სციპიონის მეგობარიც და დამრიგებელიც გახდა. სციპიონის მეშვეობით იგი საკმაოდ პოპულარული გახდა რომაულ არისტოკრატიულ ახალგაზრდებში. დაახლოებით ამ პერიოდში დაიწყო მან თავისი განთქმული "ისტორიის" წერა.
მოგვიანებით პოლიბიუსმა მონაწილეობა მიიღო ხმელთაშუა ზღვის და ატლანტიკის ოკეანის კვლევის ექსპედიციაში. ამ მოგზაურობის შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამის გარდა მან იმოგზაურა ეგვიპტეში და გადესში.
ძვ. წ. 151 წელს იგი ოფიციალურად აღარ იყო მძევალი და შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ძვ. წ. 146 წელს კი იგი უშუალოდ თვალს ადევნებდა კართაგენის აღებას და დანგრევას. იმავე წელს იგი დაბრუნდა საბერძნეთში, სადაც გახდა კორინთოს აღების მოწმე. შემდეგ ძვ. წ. 145 წელს საბერძნეთში ჩამოვიდნენ რომის სენატის წარმომადგენლები ქვეყნის პოლიტიკური რეორგანიზაციისთვის. მათ მუშაობაში პოლიბიუსიც იღებდა მონაწილეობას. იგი ცდილობდა რომ პოლიტიკური ცვლილებები რაც შეიძლება რბილად ასახულიყო ბერძნული ქალაქების ცხოვრებაზე და არ გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობა, რასაც რომაელთა მხრიდან სასტიკი პასუხი მოყვებოდა.
პოლიბიუსი გარდაიცვალა ძვ. წ. 120 წელს 82 წლის ასაკში, ცხენიდან გადმოვადნისგან.







ფილოქოროსი
ფილოქოროსი (ლათ. Philochorus; გ. ძვ. წ. 261), ძვ. წ. III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი, ქურუმთა ოჯახიდან. პოლიტიკაში ძლიერი ანტიმაკედონიურობით გამოირჩეოდა და დემეტრიუს პოლიოკრეტეს მწვავე ოპონენტი იყო. ამ უკანასკნელის შვილის ნატიგონუს გონატასის მიერ ათენის აღების (261) შემდეგ, ფილოქოროსი სიკვდილით დასაჯეს პტოლემეოს ფილადელფოსის მხარდაჭერისთვის, რომელიც ათენელებს მაკედონელთათვის წინააღმდეგობის გაწევას უქადაგებდა.
მისეული ათენის ისტორიის აღწერა ადრეული ხანიდან ძვ. წ. 262 წლამდე 17 წიგნს მოიცავდა. მნიშვნელოვანი ფრაგმენტები დღემდე შემორჩენილია. ფილოქოროსს ასევე დაწერილი აქვს ორაკულზე, ღვთაებად შერაცხვისა და მსხვერპლთშეწირვის რიტუალებზე; ატიკის ტეტრაპოლისის მითოლოგიებსა და რელიგიურ ტრადიციებზე; სოფოკლეს მითებზე; ევრიპიდესა და პითაგორას ცხოვრებაზე; სალამისის, კვიპროსი, დაარსებაზე.







ქსენოფონტი
ცნობები ქსენოფონტზე დაცულია მისავე თხზულებებში და გვიანდელ ავტორთა გადმოცემებში. ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში მოღვაწე დიოგენე ლაერტელს ეკუთვნის თხზულება "ქსენოფონტის ცხოვრება". ეს "ცხოვრება" შესულია დიოგენეს მიერ შედგენილ "ფილოსოფოსთა ბიოგრაფიებისა და მოძღვრებების კრებულში" (ბერძ. φιλοσόφων βιων χαι δογμάτων συναγογἡ).
ქსენოფონტის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია. ბოლო ხანების გამოკვლევათა მიხედვით, იგი უნდა დაბადებულიტო ძვ.წ.430 წლის მახლობელ ხანებში ატიკის ერთ-ერთ დემში - არქიაში. ქსენოფონტის მამა, გრილე მხედართა გაბატონებულ ფენას ეკუთვნოდა და შეძლებული კაცი ყოფილა. შვილისათვის მას კარგი განათლება მიუცია. ქსენოფონტის განსაკუთრებული მონდომებით შეუსწავლია სამხედრო საქმე და საცხენოსნო სპორტსაც დაუფლებია.






ჰეროდოტე
ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (ბერძნ.: Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς Hēródotos Halikarnāsseús; დ. ~ძვ.წ. 484 - გ. ~ძვ.წ. 425), ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც "ისტორიის მამა". ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც მასალას სისტემატურად აგროვებდა, ამოწმებდა მათ აკურატულობას შეძლების ფარგლებში და ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით.
ჰეროდოტე ძირითადად ცნობილია ნაშრომით "ისტორიები" (ბერძნ. ἱστορίαι, ძიებები, სიტყვა, რომელიც ლათინურმა ისესხა და დღევანდელი ისტორიის მნიშვნელობა შეიძინა), რომლებშიც იკვლევს ძვ.წ. 490 და ძვ.წ. 480 წლების საბერძნეთ-სპარსეთის ომებისსაწყისებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰეროდოტე მასში იმ პერიოდის ცხოვრების ასპექტებსაც იხილავს დაწვრილებით, რაზეც სხვაგვარად ინფორმაცია ჩვენთვის მწირი იქნებოდა. მასში ის ასევე აღწერს მისი მოგზაურობების პერიოდში ნანახი ადგილებისა და ხალხების შესახებ ხმელთაშუა და შავი ზღვებისირგვლივ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ისტორია სინამდვილეს სავარაუდოდ არ შეესაბამება, ის იქვე აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ გადმოსცემს იმას, რაც მას უთხრეს.

 ეგვიპტელი ისტორიკოსები

 ეგვიპტურ ისტორიაში ხშირად შეხვდებით სიტყვა "გენუტ",რომელიც ქართულად ნიშნავს ქრონიკას,მატიანეს.აგვიპტელები ამ ქრონიკებს დიდი ქვის სტელებზე კვეთდნენ.
დაბლა ჩამოთვლილა რამოდენიმე ეგვიპტელი ისტორიკოსი.


ჯაბართი, ალ-ჯაბართი აბდ ალ-რაჰმან (* 1753 ან 1754 ― † 1826), ეგვიპტელი ისტორიკოსი. მთავარი თხზულება "წარსულის საკვირველი ისტორია თავგადასავლებსა და მოვლენათა ქრონიკებში" ეგვიპტის ისტორიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი არაბული წყაროა XVII საუკუნის დასასრულიდან 1822-მდე. ჯაბართი თანაუგრძნობდა ეგვიპტელი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას თურქ-მამლუქთა და ფრანგ დამპყრობთა წინააღმდეგ; აკრიტიკებდა ეგვიპტის ფაშას მუჰამად ალის, რის გამოც ჯაბართის ქრონიკა1879-მდე აკრძალული იყო.


ზაჰი ჰავასი (არაბ. زاهى حواس‎‎, დ. 28 მაისი1947დამიეტაეგვიპტე) — ეგვიპტელი არქეოლოგი და ძველი ეგვიპტის ისტორიკოსი, თანამედროვე ეგვიპტოლოგიის ერთ-ერთი აღიარებული ავტორიტეტი. აქტიურ პოპულარიზაციას უწევს ძველი ეგვიპტის ისტორიასა და კულტურას სატელევიზიო დოკუმენტური სერიალების მეშვეობით.

 შუმერი ისტორიკოსები

უძველესი შუმერი ისტორიკოსები თავიანთ დოკუმენტებში მხოლოდ ბრძოლებისა და ომის ამბებს როდი გვამცნობენ; ისინი სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მოვლენებსაც ასახავენ. ეს კი, პოლიტიკური ევოლუციის ისტორიისათვის უძვირფასესი წყაროა; ამ დოკუმენტებში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გვხვდება სიტყვა ”თავისუფალი” - შუმერულად ”ამარგი”.