Thursday, January 27, 2011

ეპიგრაფიკა


ეპიგრაფიკა — ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც სწავლობს მაგარ მასალაზე (ქვა, ლითონი, ხე, მინა, ძვალი, კერამიკა...) შესრულებულ ძველ წარწერებს. ამგვარი წარწერები პირობითად ორ მთავარ ჯგუფად იყოფა, პირველში შედის მონუმენტური ხასიათის წარწერები (ქვაზე, კლდეზე, შენობის კედელზე, მემორიალურ დაფაზე, სვეტზე), რომლებიც ჩვეულებრივ წარმოადგენენ სახელმწიფო დეკრეტებსა და კანონებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის იურუდიულ დოკუმენ

ტებს

Wednesday, December 8, 2010

ბონისტიკა

ბონისტიკა (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს (ომებს, პარტიათა ბრძოლას, ხელისუფალთა შეცვლას, მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვ.).
  
ამერიკული დოლარი


ისტორია 

ჰერალდიკა

ჰერალდიკა გერბებისა და სიმბოლიკის დიზაინის, გამოფენის, აღწერისა და ჩაწერის მეცნიერება და ხელოვნებაა. ის ასევე აყალიბებს ფორმალურ ცერემონიებსა და კანონებს, რომელიც ამგვარი ნიშნების გამოყენებას არეგულირებს. ჰერალდიკის წარმოშობა დაკავშირებულია სახეზე აფარებულ ლითონის ჩაფხუტიან მებრძოლთა ან ორთაბრძოლის მოპაექრეთა გამორჩევის საჭიროებით.

 გერბი 
გერბი (რუს. герб; პოლ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.

Saturday, October 2, 2010

ტერმინი "ისტორია"

                                     ისტორია

 ისტორია – (ბერძნ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე), 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.; 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა,