მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.
ბერძნული მითოლოგია
ზევსის ბიუსტი ნაპოვნი ოტრიკოლიში, იტალია. |
ქართული მითოლოგია
ქართული მითოლოგია — ძველი ქართული მითებისა და ისტორიების ნაკრები, რომლებიც ძველ ქართულ ღმერთებს -ღვთისშვილებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საქართველოს რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად. ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო მისი სპეციფიური და მკაფიოდ ინფივიდუალური სახით. ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.
ძველი ეგვიპტის მითოლოგია
ძველი ეგვიპტის მითოლოგია ჩამოყალიბდა ჩვ. წ.-მდე VI-IV ათასწლეულში, დიდი ხნით ადრე კლასობრივი საზოგადოების წარმოშობამდე.ძველი ეგვიპტის მითოლოგიის წყაროები არასრული და უსისტემოა. მრავალი მითის ხასიათი და წარმოშობა ბუნდოვანია და მათი აღდგენა მხოლოდ გვიანდელ ტექსტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.ძირითადი ძეგლები, რომლებშიც ძველი ეგვიპტელების მითოლოგიური წარმოდგენაა არეკლილი, არის სხვადასხვა რელიგიური ტექსტები:ჰიმნები, ლოცვები, სამარხთა კედლებზე აღწერილი დაკრძალვის რიტუალები...მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ”პირამიდების ტექსტები”, განკუთვნილი მეფეთა დაკრძალვის რიტუალისათვის. ეს ტექსტები ამოკვეთილია ძველი სამეფოს V და VI დინასტიების (ჩვ. წ.-მდე XXVI-XXIII სს.) ფარაონების პირამიდების შიდა სათავსებში; ”სარკოფაგების ტექსეტი”, რომლებიც შუა სამეფოს ხანის (ჩვ. წ.-მდე XXI-XVIII სს.) სარკოფაგებზეა შემონახული; ”მიცვალებულთა წიგნი” - შედგენილი ახალი სამეფოს დასაწყისიდან (ჩვ. წ-მდე. XVI ს. შუახანები) ძველი ეგვიპტის ისტორიის დასასრულამდე.ეგვიპტური მითოლოგიური წარმოდგენები თავისებურად აისახა ისეთ ტექსტებშიც, როგორებიცაა: ”წიგნი ძროხისა”, ”წიგნი სიფხიზლის ჟამისა”, ”წიგნები საიქიო სამყაროზე”, ”წიგნი სუნთქვისა”, ”ამდუატი” და სხვმნიშვნელოვან მასალებს გვაწვდის დრამატული მისტერიული ჩანაწერებიც, რომლებსაც ქურუმები ასრულებდნენ რელიგიურ დღესასწაულებზე და ფარაონთა კურთხევის ჟამს. მითოელემენტებს შეიცავს სხვა მაგიური ტექსებიც: შელოცვები, ჯადო-სიტყვები და სხვ.ეგვიპტური მითოლოგიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ძველი ბერძენი ისტორიკოსის, ”ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს (ჩვ. წ-მდე დაახლ. 485-424 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობდა ჩვ. წ.-მდე V ს-ში) ნაშრომი ”ისტორია”; ძველი ბერძენი პროზაიკოსის, ისტორიკოსისა და ფილოსოფოს-ეთიკოსის პლუტარქეს (ჩვ. წ. I-II სს.) ნაშრომი ”ისიდისა და ოსირისზე” და სხვ.მითების ცნობით, ნილოსის მიწა-წყლის მართვა პტახმა დაიწყო მენესის ეპოქამდე 17 900 წლით ადრე, ე.ი ჩვ. წ.-მდე 21 000 წლიდან. 9000 წლის შემდეგ პტახმა თავის მმართველობა თავის ძერას გადასხვა. რა მხოლოდ 1000 წელიწადის მართავდა ეგვიპტეს - ჩვ. წ.-მდე 12 000 - 11 000 წლებში. სწორედ ეს წლები ემთხვევა წარღვნის სავარაუდო დროს.
ინდური მითოლოგია
ინდუსთა ღმერთების მითოლოგია ერთ–ერთი უმდიდრესია მსოფლიოში.რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა, შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული.ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.