ვოლტერი მარი ფრანსუა არუე
(1694-1778) ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.
რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ;; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ფრანსუა მარია არუე დე ვოლტერის პიროვნებაში ერთგვარად ჯამდება ფრანგული განმანათლებლობის ხასიათი; მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთს სამართლიანად უწოდებენ ვოლტერის ხანას. მრავალმხრივი და ბრწყინვალე გონებით დაჯილდოებული, თავაშვებული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მიმდევარი ვოლტერი 50-მდე წიგნის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის ფილოსოფიური და ისტორიული ნარკვევები, მეცნიერული შრომები, აგრეთვე ტრაგედიები, ლექსები, სატირული და კრიტიკული ესეები. ვოლტერი თანამშრომლობდა ასევე საფრანგეთის ენციკლოპედიის შემქმნელებთან. იცხოვრა ინგლისში, სადაც მეცნიერთა და ფილოსოფოსთა შრომები და ინგლისური პოლიტიკის თავისებურებები შეისწავლა. მისი „ფილოსოფიური წერილები“ (წიგნი ცნობილი იყო სათაურით „წერილები ინგლისელთა შესახებ“), სადაც ვოლტერი ხოტბას ასხამს ინგლისურ ლიბერალურ წყობას, პარიზში კოცონზე დაწვეს. ფრიდრიხ იი პრუსიელის მიწვევით იმყოფებოდა ბერლინში, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა. საფრანგეთში დაბრუნებული ვოლტერი საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე ფარნის ციხე-კოშკში დასახლდა. მეტოქეთა და მოწინააღმდეგეთა ყურადღებისა და შიშის საგნად ქცეულმა ევროპული კულტურის ამ მისანმა ხსენებულ კოშკში 23 წელი გაატარა მშვიდად და უზრუნველად.
Subscribe to:
Posts (Atom)