რას ნიშნავს ჰუმანიზმი?

ჰუმანიზმი
 ჰუმანიზმი, მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. იგი მოიცავს XIV-XVI საუკუნეებს და ხასიათდება ანტიკური ტექსტებით დაინტერესებით, ცხოვრების, წერის, აზროვნების სტილის შეცვლით.

თანამედროვე გაგებით ჰუმანიზმი აღნიშნავს აზროვნებას, რომლის უპირველესი საზრუნავია ადამიანის ძირითადი თვისებების განვითარება და ყოველივე იმის წინააღმდეგ გალაშქრება, რაც ადამიანს ბოჭავს და მის დეგრადირებას იწვევს.

ჰუმანიზმი რენესანსის იდეოლოგიას წარმოადგნს. თუკი შუა საუკუნეების ფილოსოფიასა და ლიტერატურაში ყოვლისშემძლე იყო ღმერთი, ჰუმანიზმმა ადამიანის ძალები აღიარა. ეს გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ამ ეპოქაში დაიწყო ადამიანმა სამყაროს აქტიური ათვისება, შემეცნება. აღმოაჩინეს ამერიკა, ავსტრალია, ადამიანმა პირველად შეძლო შემოევლო დედამიწისთვის და ეჭვი შეეტანა დედამიწის ბრტყელ ფორმაში, კოპერნიკის აღმოჩენამ რელიგიური საკითხები დააყენა ეჭვქვეშ.

შუა საუკუნეების ეკლესია ადამიანის იდეალად თვლიდა ბერს, რომელიც მთელ თავის დროს ღმერთზე და სულის გადარჩენაზე ფიქრში ატარებს. ამ იდეალს უპირისპირდება ახალი გმირი, რომელიც სიცოცხლისკენ მიისწრაფვის და ცდილობს ამოიცნოს, დაიმორჩილოს გარე სამყარო. მისი მიზანი არა საიქიოში სულის გადარჩენაა, არამედ დედამიწაზე რეალური ბედნიერების მიღწევა. ამ ახალი გმირის წარმოსაჩენად ჰუმანისტური ხელოვნება შთაგონების წყაროს ანტიკურ სამყაროში ეძებს, რომელიც ყველაზე მეტადაა გახსნილი ადამიანისთვის.



 


ჰუმანისტები ეპოქის მიხედვით
ფრანსუა რაბლე
ჯონ ლოკი
ერაზმი
მონტენი
  • XIV საუკუნე
     
    ფრანჩესკო პეტრარკა (1304-1374)
    ბოკაჩო (1313-1375)

    სალუტატი, კოლუჩიო
     
  •  XV საუკუნე
    ვერონეზე, გუარინო (1374-1460)
    ვალლა, ლირენცო (1407-1457)
    ფიცინი, მარსილ (1433-1499)
    და ვინჩი, ლეონარდო (1452- 1519)
    ფილელფო, ფრანჩესკო
  • XVI საუკუნე
    ერაზმი (დაახლ. 1466-1536)
    ბუდე, გიიომ (1467-1540)
    მორი, ტომას (1478-1535)
    რაბლე, ფრანსუა (1494-1553)
    დოლე, ეტიენ (1509-1546)
    მონტენი, მიშელ დე (1533-1592)XVII საუკუნე
  • XVII საუკუნე
    სპინოზა, ბარუხ (1632-1677)
    ლოკი, ჯონ (1632-1704)
  • XVIII საუკუნე
    მონტესკიე (1689-1755)
    ვოლტერი (1694-1778)
    კანტი, ემანუელ (1724-1804)
    ჯეფერსონი, თომას (1743-1826)
  • XIX საუკუნე
    კომტი, ოგიუსტ (1798-1857)
    ტოკვილი, ალექს დე (1805-1859)
  • XX საუკუნე
    რასელი, ბერტრან (1872-1970)
    კამიუ, ალბერ (1913-1960)
    სენტ-ეგზიუპერი, ანტუან დე (1900-1944)
     ბოსტი, ჟან (1934-1995)
    კობოს,  
           მარიო როდრიგეს (სილო) (1938-)  










 



   
 პოზიტივიზმი

პოზიტივიზმი — XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კომტის მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორია (რელიგია), რომლის მიხედვით ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.

კომტის მიხედვით ჭეშმარიტების ძიების პროცესში საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურს და პოზიტიურს (ანუ მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის "წარმომადგენლები" მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არ ებადებათ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია პიროვნების მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს პიროვნებათა თავისუფალი ნება განსაზღვრავს.

კომტის მიხედვით დასავლური ცივილიზაციისათვის პირველი სტადია დასრულდა განმანათლებლობის ეპოქით, მეორე _ საფრანგეთის რევოლუციით.