Wednesday, December 8, 2010

ბონისტიკა

ბონისტიკა (ფრანგ. Bonistique), ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა. შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულსა და ბონებს, რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ: ასახავენ თანადროულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებს (ომებს, პარტიათა ბრძოლას, ხელისუფალთა შეცვლას, მმართველი კლასების იდეოლოგიას და სხვ.).
  
ამერიკული დოლარი


ისტორია 

ჰერალდიკა

ჰერალდიკა გერბებისა და სიმბოლიკის დიზაინის, გამოფენის, აღწერისა და ჩაწერის მეცნიერება და ხელოვნებაა. ის ასევე აყალიბებს ფორმალურ ცერემონიებსა და კანონებს, რომელიც ამგვარი ნიშნების გამოყენებას არეგულირებს. ჰერალდიკის წარმოშობა დაკავშირებულია სახეზე აფარებულ ლითონის ჩაფხუტიან მებრძოლთა ან ორთაბრძოლის მოპაექრეთა გამორჩევის საჭიროებით.

 გერბი 
გერბი (რუს. герб; პოლ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.